ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო,
საქართველოს უნივერსიტეტში წელს ახალი ტიპის ინოვაციების ცენტრი დაარსდება, სადაც იქნება განსაკუთრებული გარემო: შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ინოვაციური იდეების აქტიური მხარდაჭერა, სტარტაპების ხელშეწყობა, ტრენინგები და სხვადასხვა ტიპის სასარგებლო სერვისები.
მოკლედ, თქვენთვის იქმნება შთამბეჭდავი სივრცე - საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინოვაციების ცენტრი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს თქვენი ინოვაციური შესაძლებლობების რეალიზაციაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენ დაარქვათ სახელი ამ ცენტრს, რისთვისაც ცხადდება კონკურსი:
კრიტერიუმები:
• საქართველოს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
• ინოვაციების ცენტრის სახელი უნდა მოიცავდეს 1-2 სიტყვას
• ინოვაციების ცენტრის სახელი უნდა იყოს ორიგინალური
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ უმარტივესი სარეგისტრაციო ფორმა ამ ლინკზე, სადაც მიუთითებთ თქვენ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტსაც. https://www.ug.edu.ge/startup_form2
კონკურსის ბოლო ვადა გახლავთ 15 მაისი, 15: 00სთ. გამარჯვებული გამოვლინდება 17 მაისს.
ცენტრის დაარსების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროცესში აუცილებლად იქნება ნახსენები ცენტრის სახელის ავტორი. გამარჯვებულს, წამახალისებელი პრიზის სახით, საშუალება მიეცემა მოიფიქროს UG Sticker-ების მორიგი სერიის 1 სტიკერის შინაარსი.
გისურვებთ წარმატებას!